რა ინფორმაციას ვამუშავებთ?
როდესაც პაციენტი მონაწილეობს Max Access Solution (MAS) პროგრამაში, ჩვენ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვამუშავებთ (ერთობლივად, „დამუშავება“) ქვემოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემებს:
- თქვენი სახელი;
- თქვენი სქესი;
- თქვენი დაბადების თარიღი;
- თქვენი საკონტაქტო ნომერი(ები);
- თქვენი ელ–ფოსტის მისამართი;
- თქვენი მიმოწერის მისამართი;
- საავადმყოფო და ექიმი, საიდანაც ღებულობთ მკურნალობას;
- თქვენი შემოსავალი ან ფინანსური მდგომარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); და
- თქვენი მომვლელის საკონტაქტო ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
(ერთობლივად, თქვენი „პერსონალური მონაცემები“)
იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ადეკვატური მხარდაჭერა და ზრუნვა, ჩვენ ასევე დავამუშავებთ ქვემოთ მოცემულ სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს:
- თქვენი დიაგნოზი;
- თქვენი დიაგნოზის თარიღი;
- მკურნალობას რომელსაც ღებულობთ:
- თქვენი მოლეკულური ტესტების თარიღები და თქვენი PCR ტესტის შედეგები.
(ერთობლივად, თქვენი „სენსიტიური პერსონალური მონაცემები“)
როგორ და რატომ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ და სენსიტიურ მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს უშუალოდ თქვენგან, თქვენი მომვლელისგან და/ან თქვენი ექიმისგან, როდესაც თქვენ როგორც პაციენტი, განაცხადებთ მონაწილეობის თანხმობას MAS-ის პროგრამაში. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენი იდენტიფიცირებისთვის;
- თქვენთან კომუნიკაციისთვის;
- პაციენტის მხარდაჭერისა და თქვენზე ზრუნვის უზრუნველსაყოფად;
- თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება თქვენი დაავადების ან მკურნალობის შესახებ;
- საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები ნებისმიერი კანონით ან რეგულაციებით;
- ნებისმიერი სხვა მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამების ადმინისტრირებასთან და მართვასთან.
(ერთიანობაში, „მიზნები“)
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები პუბლიკაციებისთვის საერთო და არაიდენტიფიცირებადი სახით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება (მაგ. თქვენი სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი) წაიშლება ისე რომ ვერავინ შეძლებს თქვენს იდენტიფიცირებას.
ვის გავუმჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და/ან სენსიტიური პერსონალური მონაცემები:
- სუბიექტებს The Max Foundation-ში; და
- სამართალდამცავი ორგანოებს სააგენტოს ან სამთავრობო უწყებას, თუ კანონი დაგვავალდებულებს.
თქვენი პერსონალური მონაცემები და სენსიტიური პერსონალური მონაცემები ასევე ინახება ჩვენს დაცულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ფუნქციონირებს შეერთებულ შტატებში.
ჩვენ არ გავუმჟღავნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს სხვა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. ჩვენ ასევე დავიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და/ან სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოდ შენახვას.
რა შედეგები მოჰყვება თქვენ არ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემებისა და სენსიტიური პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე?
თუ არ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემებისა და სენსიტიური პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენ შეიძლება ვერ მიიღოთ მონაწილეობა The Max Foundation-ის პროგრამებში.
თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები:
მონაცემთა დაცვის კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლებები, მათ შორის:
- თქვენი უფლება იყოთ ინფორმირებული – თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული, თუ რა მონაცემები გროვდება, როგორ გამოიყენება ისინი, რამდენ ხანს შეინახება და გაზიარებული იქნება თუ არა რომელიმე მესამე მხარესთან.
- თქვენი წვდომის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის ასლი.
- თქვენი შესწორების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ, რომ შევასწოროთ (გავასწოროთ) ინფორმაცია, რომელიც ფიქრობთ, რომ არასწორი ან არასრულია.
- თქვენი უფლება წაიშალოს – თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ წავშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გარკვეულ გარემოებებში.
- თქვენი უფლება დამუშავების შეზღუდვაზე – თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ შეზღუდოთ თქვენი ინფორმაციის დამუშავება გარკვეულ გარემოებებში.
- თქვენი უფლება გააპროტესტოთ დამუშავება – თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გარკვეულ გარემოებებში.
- თქვენი უფლება მონაცემთა პორტაბელურობაზე –თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ ჩვენს მიერ ინფორმაციის მიწოდება სხვა ორგანიზაციაზე ან თქვენზე, გარკვეულ გარემოებებში.
- თქვენი უფლება, მიიღოთ შეტყობინება დარღვევის შესახებ – თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შეტყობინება თქვენი პირადი მონაცემების დაუცველობის ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით.
თქვენ არ გჭირდებათ რაიმე გადასახადის გადახდა თქვენი უფლებების დასაცავად. თუ თქვენ გააკეთებთ მოთხოვნას, ჩვენ გვაქვს ერთი თვე, რომ გიპასუხოთ.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე, თუ გსურთ მოთხოვნის გაკეთება:
The Max Foundation
1448 NW Market St.
Suite 500
სიეტლი, WA 98107
+1 (206) 778-8660
info@themaxfoundation.org